logo_geo
eng_logo
შსს-მ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში ერთი პირი დააკავა
- +

17 იანვარი. 2018. 15:06



შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პარლამენტარის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში ერთი პირი დააკავა.


როგორც „ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, ერთი ადამიანი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლითაა აყვანილი, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.


შსს-ს განმარტებით, მიმდინარეობს დადგენა, რამდენად აქვს დაკავებულ პირს კავშირი უშუალოდ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner