თბილისის მერია სარაჯიშვილისა და მარშალ გელოვანის ქუჩების გადაკვეთაზე ესტაკადის აშენებას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა და მისი სავარაუდო ღირებულება 4.3 მილიონი ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მშენებლობა გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს.
ახალი ესტაკადა პიკის საათებში გზის გამტარიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.
სატენდერო დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.