ლონდონის პოლიციამ, ავიაკომპანია British Airways-ის პილოტი თვითმფრინავის აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე სიმთვრალის გამო დააკავა.
არსებული ინფორმაციით, პოლიცია თვითმფრინავის მგზავრებმა გამოიძახეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ პილოტს ალკოჰოლის მძაფრი სუნი ჰქონდა.
British Airways-ის თვითმფრინავი რეისით 2063 ლონდონიდან მავრიკის კუნძულებზე მიემგზავრებოდა. ბორტზე 300 მგზავრი იმყოფებოდა.
ინციდენტის გამო აღნიშნული რეისი გადაიდო.