ნობელის ლაურეატი, იელის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ შილერი CNBC-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ბიტკოინის კოლაფსში დარწმუნებულია. კრიპტოვალუტის გარშემო შექმნილი სიტუაცია „ჰოლანდიურ ავადმყოფობას" (უარყოფითი შედეგები ეკონომიკაში, რომელიც გამოწვეულია ამა თუ იმ მიზეზის გამო დიდი ოდენობით ვალუტის შემოდინებით) მაგონებს", - ამბობს ის.
„ბიტკოინს ტოტალური კოლაფსი ელოდება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მან დიდხანს იარსებოს, მაგალითად 100 წელიწადს", - განაცხადა შილერმა.
ეკონომისტი დარწმუნებულია, რომ ბიტკოინი არაფრად ღირს, სანამ მის ფასზე საზოგადოება არ შეთანხმდება, ანუ საკუთარი ინტერესებით დაუდგენს ფასს. ის იქვე განმარტავს, რომ კრიპტოვალუტა არ უნდა შედარდეს სხვა აქტივებთან, მაგალითად ოქროსთან.
2018 წლის დასაწყისიდან ბიტკოინის ფასი საგრძნობლად დაეცა. 2017 წლის 20 დეკემბრის პიკის შემდეგ, როცა მისმა ღირებულებამ 20 ათას დოლარს მიაღწია, იანვრის შუა რიცხვებში ის განახევრდა.