თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სირიის ტერიტორიიდან გაქცეულ ტერორისტებს დაედევნებიან.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ ტერორისტები დამალვას. ისინი გაქცევას შეეცდებიან, ჩვენ კი მათ დავედევნებით. თურქეთის შეიარაღებული ძალები აფრინში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას უახლოეს ხანში დაასრულებენ", - განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის არმია აფრინში დაბანაკებულ სირიელი ქურთების დაჯგუფებებს უტევს, რომლებსაც ანკარაში „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" კავშირში სდებენ ბრალს.