logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს
- +

21 იანვარი. 2018. 19:01



თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, არ მოახდინოს თურქეთის პროვოცირება და არ ხელყოს თურქეთის საზღვრები.


„წინააღმდეგ შემთხვევაში, მოთმინება არ გვეყოფა. ამას პატივცემულ ექსპრეზიდენტ ობამასაც ვეუბნებოდი. სამწუხაროა, რომ მისგან პასუხი ვერ მივიღეთ. ჩვენ ვამბობდით: „მოვალთ მოულოდნელად ღამით". ველოდით, ველოდით, შემდეგ კი დავარტყით. ის, ვინც ამბობს, რომ მათ უკან ამერიკაა, ვერ მოერევა თურქ ხალხს. ეს ჩვენი სახალხო ბრძოლაა", - განაცხადა ერდოღანმა.


მან კიდევ ერთხელ ახსენა სირიაში ქურთი შეიარაღებული ფორმირებებისადმი ამერიკის სამხედრო მხარდაჭერა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკამ სირიელ ქურთებს იარაღით დატვირთული 5 ათასი სატვირთო ავტომანქანა გაუგზავნა.


შაბათს, თურქეთის გენერალურმა შტაბმა სირიაში, აფრინის პროვინციაში „ზეთისხილის ტოტის" სახელწოდებით ქურთული ფორმირებების წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner