ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე პირველი არსებითი განხილვა დღეს გაიმართება. პროცესი 11 საათზე დაიწყება.
სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარდგებიან. შემდეგ კი სახელმწიფო ბრალდება სასამართლოში მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევას და მოწმეების დაკითხვას დაიწყებს.
1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.