logo_geo
eng_logo
შსს-მ რუსთავში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

22 იანვარი. 2018. 10:36



„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.ტ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


„გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, 4 არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ ხ.მ.-ს და სიდედრს - 1967 წელს დაბადებულ მ.ჯ.-ს. დაზარალებულმა ხ.მ.-მ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ასევე, დადგინდა, რომ გ.ტ.-მ ანალოგიური ქმედება წარსულშიც არაერთხელ ჩაიდინა.

 

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner