logo_geo
eng_logo
თურქეთის ვიცე-პრემიერი: რუსეთს აფრინში სამხედრო ოპერაციის შეზღუდვას არ დავპირებივართ
- +

22 იანვარი. 2018. 21:56


 

„თურქეთი რუსეთს სირიის ქალაქ აფრინში სამხედრო ოპერაციის შეზღუდვას არ დაჰპირებია", - ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა.


ბეკირ ბოზდაგის თქმით, სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ ანკარამ წინასწარ განაცხადა.


სირიის ჩრდილოეთში თურქეთის სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო" 20 იანვრიდან მიმდინარეობს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქურთების პოზიციებზე 170-ზე მეტი საჰაერო იერიში განხორციელდა. სირიელი ქურთების ინფორმაციით, დაბომბვების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა.


თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებით, აფრინის ოპერაცია ოთხი ეტაპით დასრულდება, რომლის საბოლოო მიზანი თურქეთ-სირიის საზღვარზე 30-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონის შექმნაა.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner