logo_geo
eng_logo
ტაილანდი მზად არის სამედიცინო კანაფის ლეგალიზებისთვის
- +

23 იანვარი. 2018. 11:43



სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზების მიზნით ტაილანდის ნარკოტიკების კონტროლის საბჭომ ნარკოტიკების შესახებ ქვეყნაში მოქმედი კანონის ცვლილება მოამზადა.


შესწორება, რომელიც ამჟამად საპარლამენტო განხილვის პროცესშია, იძლევა სამედიცინო კანაფის გაყიდვის უფლებას იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ექიმის მიერ გამოწერილი მოქმედი რეცეპტი ექნებათ.

 

„პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მარიხუანა სამედიცინო მიზნით, მაგრამ მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით", - განაცხადა ნარკოტიკების საბჭოს დირექტორმა სირინია სიტდიხაიმ, - „ეს არის ის, რაც ჩვენ კანონპროექტში ჩავდეთ".


ტაილანდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტს და ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ამ ნაბიჯისთვის წინააღმდეგობა არ გაუწვიათ, რაც აზიური ერის ადრინდელ პოლიტიკასთან მნიშვნელოვან კონტრასტს წარმოადგენს. ტაილანდში ნარკოპოლიტიკის ძველი მიმართულება იყო სასჯელად თავისუფლების აღკვეთის და ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილით დასჯის გამოყენება.


2016 წელს ტაილანდის იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა პაიბუნ კუმჩაიამ განაცხადა, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა წარუმატებელი იყო, რამაც ბიძგი მისცა საუბრის დაწყებას იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთებულიყო შემდგომში. ასეთი დისკუსიების მიუხედავად, ზრდასრული ადამიანების მიერ კანაფის გამოყენების სრულად ლეგალიზაცია კვლავ განხილვის პროცესშია.


„ექიმებს ჩვენს ქვეყანაში გააჩნიათ ორი მოსაზრება", - განაცხადა სიტდიხაიმ და აქვე დასძინა, რომ „ზოგიერთი შიშობს, რომ თუ ჩვენ მოვახდენთ მის ლეგალიზებას რეკრეაციული მიზნებით, მისი გამოყენება შეეძლებათ ბავშვებს, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათი ტვინის განვითარებაზე. ჩვენ გვაქვს როგორც კარგის, ისე ცუდის მოლოდინი".


ეს არ არის ტაილანდში კანაფთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლის პირველი მცდელობა. ქვეყანა დიდხანს ელოდა მცენარის შესახებ კანონმდებლობის შემსუბუქებას. 2016 წლის აგვისტოში მთავრობამ განიხილა დეკრიმინალიზაცია, როგორც შესაძლებლობა და ამის შემდეგ შეიცვალა კანონმდებლობა, რის საფუძველზეც ფერმერებს კანაფის მოყვანის უფლება მიეცათ.


ამჟამად უკვე აშკარაა, რომ ნარკოტიკების კონტროლოს საბჭო დიდ ძალისხმევას მიმართავს, რათა ტაილანდში მედიცინის ახალი ეპოქა დაიწყოს. კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ ტაილანდი გახდება აზიაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა.


https://www.marijuana.com/news/2018/01/thailand-is-poised-to-legalize-medical-cannabis/



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner