logo_geo
eng_logo
პროკურატურის თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

24 იანვარი. 2018. 14:43



საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო გამოძიება პროკურატურის თანამშრომლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:

 

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პროკურატურის თანამშრომლის შეტყობინება, რომ 23 იანვარს, ღამის საათებში, თბილისში, წყნეთის ქუჩის მიმდებარედ მოქალაქემ, რომელიც გადაადგილდებოდა ტაქსით, გზის ვიწრო მონაკვეთზე უპირატესი გავლის მოთხოვნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კუთვნილი ავტომანქანით მოძრავ პროკურატურის თანამშრომელს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოჩენის შემდეგ ადგილიდან მიიმალა. საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარი არ უკავშირდება პროკურატურის თანამშრომლის  პროფესიულ საქმიანობას, ამასთანავე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.















 

right_banner right_banner
არქივი
right_banner