ალექსანდრე ქანთარია: ემოციურად არ მოგეწონოს რაღაცეები, ადგე და ქვები დაუშინო სასამართლოს მიუღებელია!
-
+
25 იანვარი. 2018. 22:11
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ tvპირველის ეთერში განაცხადა, რომ სასამართლოს შენობისთვის ქვების დაშენა მიუღებელია.
„ემოციურად არ მოგეწონოს რაღაცეები, ადგე და ქვები დაუშინო სასამართლოს აღმაშფოთებელი და მიუღებელია! შემდეგ კი იმის თქმა, რომ იცით რა მე სასამართლოს კარებს კი არ ვესროლე - არამედ საერთოდ უსამართლობას. ეს არ შეიძლება და მიუღებელია!" - განაცხადა ქანთარიამ.