„ნარკოპოლიტიკაზე ყველა ქვეყანამ თავისი არჩევანი გააკეთა. საქართველოს თავისი არჩევანი აქვს და საერთაშორისო გამოცდილების ბრმად გადმოტანა არ გვჭირდება", - განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ გადაცემაში „კვირის ინტერვიუ" სტუმრობისას.
„პრინციპი ის იყო, რომ ადამიანს ჯიბეში ნარკოტიკი პირადი მოხმარებისთვის საზღვარზე გადმოსვლის დროს აღმოაჩნდებოდა, თუ მოხმარების დროს, ერთნაირი პრინციპით, ადმინისტრაციული სასჯელით დასჯილიყო; მერე კომისიაში გაგვეშვა და მისი გადარწმუნება გვეცადა. ეს პორტუგალიურ მოდელში ასეა და რეალურად მუშაობს. გადარწმუნების კომისიას მთელი რიგი ინსტრუმენტები აქვს და მარტო შეგნებაზე არ მოქმედებს. იქ მთელი რიგი შეზღუდვები და სხვა სანქციებია, რაც ადამიანს განკურნებისკენ, ზიანის შემცირებისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციისკენ უბიძგებს.
გუნდთან, ოპონენტებთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ყველასთან შევჯერდით, რომ აუცილებლად შევთანხმდებით. საკამათო სულ რაღაც რამდენიმე საკითხი რჩება", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.