აზერბაიჯანში, ბაქოს ცენტრში, მეტროსადგურთან ახლოს აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტს 2 ადამიანი ემსხვერპლა. მათივე ინფორმაციით, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი აფეთქდა, რომელმაც ხანძარი გამოიწვია.
შემთხვევის ადგილას პოლიცია და საგანგებო სამსახურები მუშაობენ. აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. მათი ცნობით, ერთი ადამიანი დაშავდა.