ავღანეთის დედაქალაქში, დიპლომატიური კვარტალის სიახლოვეს აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 79 ადამიანი, დაშავებულია 70-ზე მეტი.
გავრცელებული ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმულ ავტომობილში აიფეთქა თავი.
აფეთქების ტალღამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობები დააზიანა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.