BBC-ის ინფორმაციით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა, დაშავებულია 158 ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმულ მანქანაში თავი აიფეთქა. შემთხვევა დიპლომატიური კვარტალის სიახლოვეს მოხდა.
პოლიციამ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავა.
აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა დანაღმული სასწრაფო დახმარების მანქანით მოაწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა" აიღო.