ფინეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ქვეყანაში ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
ხმა უკვე ამომრჩევლების 36,7 %-მა მისცა. მათ შორისაა ქვეყნის პრემიერი და მოქმედი პრეზიდენტი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 4,5 მილიონს შეადგენს. ვადამდე ხმის მიცემის უფლება ამომრჩეველთა 36,7%-მა, 1,55 მილიონმა ადამიანმა გამოიყენა.
არჩევნებში სულ 9 კანდიდატი მონაწილეობს. თუ პირველი ტურის შედეგად გამარჯვებული არ გამოვლინდა, მეორე ტური 11 თებერვალს გაიმართება.