„სააკაშვილი კარგი „პიარშიკი" არ იყო" , - ამის შესახებ „ტაბულას" მთავარმა რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „tvპირველის" ეთერში განაცხადა. როგორც ჩერგოლეიშვილმა, განაცხადა 2008 წლის შემდეგ სააკაშვილს და მის გუნდს ეშინოდათ...
„2008 წლის შემდეგ სააკაშვილის პიარი საერთოდ აღარ იყო. სააკაშვილს 7 ნოემბრის შემდეგ შეეშინდა! სააკაშვილის პიარმა ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ დისკუსია სახიფათოა საზოგადოების განვითარებისთვის, ლოზუნგიც კი ეგ ჰქონდათ - „საქმე ლაპარაკის ნაცვლად!" 2008 წლის მერე მთელი სატელევიზიო სივრცე შეივსო ტაშ-ფანდურით, კლიპებით, დისკუსიები საერთოდ გაქრა... ეშინოდათ!" - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.