logo_geo
eng_logo
დოდო ხურცილავა: IRI ძალიან დიდი ხნის წინ თავმოჭრილი ორგანიზაციაა!
- +

25 აპრილი. 2016. 10:14



ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა IRI-ს კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს და გაზეთ „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ IRI დიდი ხნის წინ თავმოჭრილი ორგანიზაციაა.

 

„როგორ შეიძლება IRI-ს კვლევის ნდობა? ესაა უკვე ძალიან დიდი ხნის წინ თავმოჭრილი ორგანიზაცია. ძალიან მიკვირს, რატომ ანდობს ჩვენი პარტნიორი ამერიკა ასეთ კვლევას ამ ორგანიზაციას. არ ვიცი, რა გზებით, შესაძლოა, რაიმე კერძო ინტერესი აქვთ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები უკვე დიდი ხანია კვლევის შედეგებს აყალბებენ და ამას ოქტომბერში, არჩევნებზე ვნახავთ. პაატა ბურჭულაძე უდიდესი მომღერალია და საზოგადოების მხრიდან დიდ პატივისცემას იმსახურებს, როგორც შემოქმედი, შეიძლება ბევრს უყვარდეს, მაგრამ როგორ შეიძლება, იგი პოლიტიკოსებთან მოხვდეს და თან ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდეს?! ან როგორ შეიძლება, მასზე ნაკლები რეიტინგი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ჰქონდეს, რომლის მეშვეობითა და ძალისხმევითაც ათასობით ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნდა?! ან ირაკლი ალასანიამ რა გააკეთა იმის ფასი, რომ მასზე დაბალი მაჩვენებელი კვირიკაშვილს აქვს?! უბრალოდ, სირცხვილია ამის მოსმენა", - აცხადებს ხურცილავა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner