ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ქვეყანაში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას განიხილავენ მაშინ, როცა ამერიკელების შემოსავლები იზრდება და სამუშაო ადგილები იქმნება.
„სამუშაო ადგილების კუთხით შესანიშნავი მაჩვენებლებია და როგორც იქნა, წლების შემდეგ ხელფასი იზრდება. მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს. მხოლოდ რუსეთი, რუსეთი, რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი გარიგება არ დადგენილა", - წერს ტრამპი „ტვიტერში".
აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მხრიდან ჩარევას გამოძიების ფედერალური ბიურო, სპეციალური პროკურორის, რობერ მუელერის აპარატი და სენატისა და წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტები ატარებენ.