„ვერანაირი მართლწესრიგი ქვეყანაში ვერ დამყარდება თუ არ იქნება ქმედითი თანამშრომლობა ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „იმედის კვირაში" განაცხადა. როგორც გახარიამ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნდობის ხიდს აშენებს.
„შესაბამისად, ჩვენ ამ ნდობის ხიდს ვაშენებთ ეხლა. ამისთვის დაგვჭირდა საზოგადოებისთვის გვეთქვა ის რეალობა, რაც არის", - განაცხადა გახარიამ.