თურქეთის ქალაქ კილისში სარაკეტო იერიშის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. შეტევა სირიის ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა.
მეჩეთზე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე 2 ჭურვი კილისის ცენტრის მახლობლად მდებარე საცხოვრებელ სახლებთან აფეთქდა. შედეგად 16 ადამიანი დაშავდა.