„სარატოვის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვის „დომოდედოვოს" აეროპორტიდან ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, ჩამოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით თვითმფრინავი აფრენიდან მალევე რადარებიდან გაქრა. ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 6 ეკიპაჟის წევრი იყო. შემთხვევის შედეგად თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.