logo_geo
eng_logo
რექს ტილერსონი: სირიაში თურქეთის ოპერაცია უარყოფითად მოქმედებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის ბრძოლაზე
- +

14 თებერვალი. 2018. 11:00



აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ქუვეითში, საერთაშორისო კოალიციის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრაზე განაცხადა, რომ სირიაში, აფრინის რეგიონში მიმდინარე თურქეთის ოპერაცია უარყოფითად მოქმედებს „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის ბრძოლაზე.


„თურქეთის ოპერაციამ სირიის აღმოსავლეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან" ჩვენს ბრძოლას ავნო", - განაცხადა რექს ტილერსონმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner