მსახიობმა გურანდა გაბუნიამ ჟურნალ „სარკესთან" გარეგნობასა და პლასტიკურ ქირურგიისადმი თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„ქალი ასაკის მატებას მტკივნეულად განიცდის. თითოეული ნაოჭი, ერთი ჭაღარა მის განწყობაზე მოქმედებს. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მხოლოდ ოთარისთვის ვცოცხლობდი, მინდოდა, პირველ რიგში, მას მოვწონებოდი, მისთვის ვყოფილიყავი ლამაზი და სასურველი. ოთარი რომ ცოცხალი მყოლოდა, შეიძლებოდა, პლასტიკური ქირურგიისთვისაც მიმემართა. ახლა აღარაფერი მინდა. ვისთვის? სცენაზე გრიმი ისედაც მიკეთია", - განაცხადა გურანდა გაბუნიამ.