logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: ვმუშაობთ, რომ 14 წლამდე მოზარდის საქციელი, როცა დანაშაულს ჩაიდენს, არ დარჩეს რეაგირების გარეშე
- +

16 თებერვალი. 2018. 13:49



შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა არასრულწლოვნების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტების გაზრდის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მხრივ ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი, რაზეც შსს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს.


„პირველ რიგში, მოვახდინეთ პრობლემების იდენტიფიკაცია. გამოვკვეთეთ ის სკოლები, რომლებიც შედარებით მეტი რისკის მატარებლები იყვნენ. გავაძლიერეთ საპატრულო პოლიცია და სკოლას შორის კოორდინაცია. კონკრეტულად ახლა, იმ პირებს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, შევთავაზეთ ის სერვისები, რომელიც ახლა არსებობს და რომელიც თავის მხრივ დასახვეწია", - განაცხადა მეზვრიშვილმა.


მისი თქმით, არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მუშაობის პროცესში, ორი მთავარი მიმართულება გამოიკვეთა, რომელზეც მუშაობა აქტიურად მიდის.


„ერთი - მანდატურის რეფორმაზე განათლების სამინისტროსთან ერთად კანონპროექტი მოვამზადეთ, რაც სკოლებში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად და მეორე - იუსტიციის სამინისტროში, უწყებათაშორისი ჯგუფის ფარგლებში ვმუშაობთ რეფერირების მექანიზმების დახვეწაზე. უახლოეს დღეებში ეს საბჭოც შეიკრიბება და უკვე საკანონმდებლო ცვლილებებზე ამ ნაწილში აქტიურ ფაზაში გადავალთ. საუბარია იმაზე, რომ არ მუშაობს დღეს ეს სარეაბილიტაციო დაწესებულებები, რაც გვაქვს და ასევე ვმუშაობთ რეფერირების მექანიზმის დახვეწაზე იმისთვის, რომ 14 წლამდე მოზარდის საქციელი, როცა დანაშაულს ჩაიდენს, არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ერთი მხრივ, მოხდეს მისი რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია და მეორე მხრივ, დანაშაულის პრევენცია", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner