მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამის შესახებ მისი საავტორო გადაცემა „პროფილის" facebook-გვერდზეა აღნიშნული.
ტელეწამყვანის ავადმყოფობის გამო გადაცემა დროებით შეჩერებულია.
„სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, მაია თავს ცუდად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ იძულებულნი ვართ, დროებით ეთერი გავაჩეროთ.
იმედი გვაქვს, ჩვენს ერთგულ მაყურებელს მალე დავუბრუნდებით, როცა მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს.
მადლობა გვერდში დგომისთვის!" - ნათქვამია განცხადებაში.
„მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო კარგი, ის დიდი ხანია თავს გრძნობს ცუდად. სულ იკრებდა ძალას, ეს ყველაფერი ეთერში არ ეჩვენებინა, მაგრამ უკვე ფიზიკურად ვეღარ შეძლო, ამიტომ ექიმების რეკომენდაციით, დროებით ის არ იმუშავებს და ეთერში აღარ გამოჩნდება", - განაცხადა „პროფილის" პროდიუსერმა ნიკოლოზ ხაჩიძემ.
- როდის დაბრუნდება „პროფილი" და მაია ასათიანი ეთერში?
- ჯერჯერობით არ ვიცით, როდემდე არ იქნება გადაცემა ეთერში. მხოლოდ ერთი გადაცემა გვაქვს ჩაწერილი, რომელიც დღეს იქნება „რუსთავი 2"-ის ეთერში.