ავღანეთში, ფარაჰის პროვინციაში „თალიბანის" თავდასხმის შედეგად სულ მცირე 29 ავღანელი სამხედრო დაიღუპა.
მონაცემების მიხედვით, „თალიბანის" წევრები ავღანურ სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს.
მანამდე ქაბულის ცენტრშიც მოხდა აფეთქება, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაიჭრა. პარალელურად, ქალაქ ლაშკარგაჰში, სამხრეთ ავღანეთში, კიდევ ერთი ტერორისტული აქტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა.