ინდოეთის ქალაქ მუზაფარპურში, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი სკოლის შენობას დაეჯახა. ავარიის შედეგად, რომლის მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ, 9 მოსწავლე გარდაიცვალა, 24 კი - დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტომანქანის მძღოლის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.