ესპანეთში, Escudo Web-მა შექმნა ანდოიდი სპეციალურად ბავშვებისთვის. ის, ერთი შეხედვით, არაფრით განსახვავდება სხვა ტელეფონებისგან, თუმცა აქვს ყველა ის ფუნქცია, რომლითაც მშობელი შვილის დისტანციურად გაკონტროლებას შეძლებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ანდროიდის მეშვეობით, მშობელს საკუთარი ტელეფონით შეუძლია ნახოს, რა აპლიკაციებზე წვდომას ცდილობს ბავშვი და სურვილის შემთხვევაში, შეუძლია, დაუბლოკოს მას აპლიკაცია ან მისცეს მასზე წვდომის საშუალება.
გარდა ამისა, შესაძლებელია ბავშვის ანდროიდის ეკრანის სრულად დაბლოკვა და მასზე საჭირო ქცევის ამსახველი ნიშნის ჩვენება. მაგალითად, თუ ბავშვის ძილის დრო მოვიდა, მშობელს დისტანციურად შეუძლია, შვილის ტელეფონის ეკრანი დაბლოკოს და მას მხოლოდ კბილის ჯაგრისის ნიშანი უჩვენოს.
ანდროიდი აღჭურვილია SOS-სიგნალითაც. საჭირო დროს, ბავშვს შეუძლია, დარეკვის ან შეტყობინების მიწერის ნაცვლად, მარტივად გაგზავნოს განგაშის სიგნალი.
ანდროიდი ესპანური სტარტაპია და შემქმნელებმა ის ბარსელონაში მობილურების საერთაშორისო გამოფენაზე (MWC 2018) წარმოადგინეს.