logo_geo
eng_logo
შოტლანდიაში, დიდთოვლობის გამო, საფრთხის „წითელი“ დონე გამოცხადდა
- +

1 მარტი. 2018. 03:43



შოტლანდიაში, დიდთოვლობის გამო, საფრთხის „წითელი" დონე გამოცხადდა. გაფრთხილება ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გაიცა.


ამინდის პროგნოზის თანახმად, თოვლის საფარის სიმაღლე შეიძლება დღე-ღამეში 40 სმ-მდე გაიზარდოს.


ამინდის პირობებმა ავიარეისების, მატარებლებისა და ავტობუსების მიმოსვლის გაუქმება გამოიწვია. გარდა ამისა, მეტეოროლოგიური სამსახური ელექტროენერგიის მიწოდებაზე შესაძლო პრობლემების შესახებ იტყობინება.


რამდენიმე დღის განმავლობაში საფრანგეთში ანომალიური ყინვების გამო, სამი ადამიანი დაიღუპა. ყველა მსხვერპლი უსახლკარო იყო. ერთ-ერთი მათგანი, 62 წლის მამაკაცი, 23 თებერვალს ტყეში კასრში იპოვეს. მეორე, 35 წლის მამაკაცი 25 თებერვალს გარდაიცვალა, მესამე მსხვერპლი კი 26 თებერვალს შუადღისას გარდაცვლილი იპოვეს.


საფრანგეთის 68 დეპარტამენტში ძლიერ ყინვებთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.


გასული კვირიდან ევროპაში ძლიერი ყინვებია.


26 თებერვალს რომში ყინვისა და თოვლის გამო, სკოლები დაიხურა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner