რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი არ ეწინააღმდეგება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გაერო-ს სამშვიდობო ძალების განთავსებას, მაგრამ ამ საკითხებზე საჭიროა დონბასის არაღიარებულ რესპუბლიკებთან საუბარი.
„ახლა ამბობენ, რომ მშვიდობისმყოფელები ყველგან უნდა იდგნენ. ფაქტობრივად, საუბარია იმაზე, რომ მთელი ეს ტერიტორია საერთაშორისო კონტროლის ქვეშ მოექცეს. ეწინააღმდეგება თუ არა ამას რუსეთი? ჩვენ, სულ მცირე, წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ საჭიროა ამ არაღიარებულ რესპუბლიკებთან საუბარი. მიდით და მოელაპარაკეთ. მაგრამ ამის გაკეთება არავის სურს", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.