რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალურ სხდომაზე სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა, რომ რუსეთის მთავარი მტერი „ჩამორჩენილობაა".
„თუ არ გამოვასწორებთ სიტუაციას, ჩამორჩენილობა და რეგრესია გაძლიერდება. ეს ქრონიკულ დაავადებასავითაა, რომელიც თანდათანობით, ნელ-ნელა, ანადგურებს ორგანიზმს შიგნიდან", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე 18 დღით ადრე ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ეკონომიკაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის ახალ პროგრამებზე, განათლების სისტემაზე, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე რუსეთის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე.