logo_geo
eng_logo
სომხეთში დღეს ქვეყნის პრეზიდენტს აირჩევენ
- +

2 მარტი. 2018. 12:08



სომხეთის პარლამენტში დღეს ქვეყნის პრეზიდენტს აირჩევენ. პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი არმენ სარქისიანია, რომლის კანდიდატურაც მმართველმა კოალიციამ წარადგინა.


კანდიდატურის წარსადგენად პარლამენტის წევრთა ერთი მეოთხედის ხელმოწერების შეგროვება იყო საჭირო. ოპოზიციურმა ბლოკმა „წარუკიანმა" საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე უარი განაცხადა, ხოლო ალიანსს „გამოსავალი" პარლამენტში შესაბამისი რაოდენობის დეპუტატები არ ჰყავს.


საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სომხეთში საკონსტიტუციო რეფორმა ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც ქვეყანა საპარლამენტო წყობაზე გადადის. პირველად ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტს არა მოსახლეობა, არამედ პარლამენტი ირჩევს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner