„საქართველოში რამდენიმე რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება მოქმედებს!" - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.
„თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მოქმედებს საკმაოდ ორგანიზებულ და გავლენიან აზერბაიჯანელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება! სხვათაშორის, ყველა ისლამისტი „ხალიფატის" რიგებში საბრძოლველად არ მიდის! მაგალითად, ყარაჯალელები ბიზნესით არიან დაკავებული და ფულს შოულობენ ლილოს ბაზრობაზე, ვარკეთილში მდებარე „თათრების ბაზრობაზე", ე.წ. „დაშლილების" მანქანების ბაზრობაზე... და რაში და როდის გამოიყენებენ ამ ფულს, არავინ უწყის!
ხელისუფლება ვითარებას აკონტროლებს და სათანადო ინფორმაციასაც ფლობს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.