logo_geo
eng_logo
„ბიძინა ივანიშვილმა თბილისის და ბათუმის ბოტანიკური ბაღების „შესანახად“ 23 მილიონი დახარჯა!“
- +

27 აპრილი. 2016. 02:01


ბექა მჭედლიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებს და პათოსს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილი მიისაკუთრა არასერიოზულს უწოდებს და სოციალურ ქსელში წერს:


„2005 წლიდან მოყოლებული ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ" 23 მილიონი დახარჯა თბილისის და ბათუმის ბოტანიკური ბაღების „შესანახად" - ძალიან ლოგიკური კითხვა მიჩნდება, ნიკა მელია, რომელსაც ზუსტად ვიცი არასოდეს თითი-თითზე არ დაუდია ბოტანიკური ბაღისთვის რაიმეს შესანატებლად, ახლა ღრიალებს რომ დაიცვას ბოტანიკური ბაღი ადამიანისგან, რომელმაც ეს უკანასკნელი შეინახა/რეაბილიტაცია მოახდინა?

მაგარი კლოუნია ეს მელია, მისი მთელი პოლიტიკურ- ძველბიჭური გამოხტომებით."- წერს მჭედლიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner