logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ოქტომბრის არჩევნები შესაძლოა იყოს საუკეთესო არჩევნები საქართველოს ისტორიაში
- +

27 აპრილი. 2016. 10:48


 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაშინგტონში, „მშვიდობის ინტიტუტში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში ოქტომბერში მორიგი თავისუფალი არჩევნები ჩატარდება.



პრემიერის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად მიმდინარეობს დიალოგი არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ ძალებთან.



„ეს იქნება კიდევ ერთი თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, შესაძლოა, საუკეთესო არჩევნები საქართველოს ისტორიაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



„მშვიდობის ინსტიტუტში" მიმდინარე ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი, ყოფილი ელჩი რიჩარდ ნორლანდი,  სენატორი კრის მერფი.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner