საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაშინგტონში, „მშვიდობის ინტიტუტში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში ოქტომბერში მორიგი თავისუფალი არჩევნები ჩატარდება.
პრემიერის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად მიმდინარეობს დიალოგი არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ ძალებთან.
„ეს იქნება კიდევ ერთი თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, შესაძლოა, საუკეთესო არჩევნები საქართველოს ისტორიაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„მშვიდობის ინსტიტუტში" მიმდინარე ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი, ყოფილი ელჩი რიჩარდ ნორლანდი, სენატორი კრის მერფი.