logo_geo
eng_logo
მოზარდების თვითმკვლელობებისა და სუიციდის მცდელობის ფაქტებზე, 100-ზე მეტი მოზარდი გამოიკითხა
- +

9 მარტი. 2018. 15:39



შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე რატი გარდაფხაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა „დღის თემაში" განაცხადა, რომ დიღომში, 17 წლის მოზარდის სუიციდის მცდელობასთან დაკავშირებული საქმის გამოძიების პროცესში, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს გამომძიებლები ჩაერთვნენ.


გარდაფხაძემ ბოლო პერიოდში მოზარდების თვითმკვლელობებისა და სუიციდის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებებზე ისაუბრა.

 

„17 წლის მოზარდის სუიციდის მცდელობის გამოძიების პროცესში, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს გამომძიებლები ჩაერთვნენ. დღეს მოზარდის ოჯახმა, გამოკითხვის მიზნით სამინისტროში მოსვლა ვერ მოახერხა და მათი დეტალური გამოკითხვა ხვალისთვის გადაიდო. რაც შეეხება აჭარაში, ხელვაჩაურში გასულ წელს, მოზარდის სუიციდის მცდელობის ფაქტს, მისი ხელმეორედ გამოკითხვის მიზნით, სამინისტროდან გაგზავნილია საგამოძიებო ჯგუფი. მოზარდმა გასულ წელს, გამოკითხვისას არ დაადასტურა სახიფათო ინტერნეტთამაშებში ჩართულობა. ბოლო დროს მოზარდთა თვითმკვლელობის ან სუიციდის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, გამოკითხულია 100-ზე მეტი მოზარდი და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი სატელეკომუნიკაციო ტექნიკური საშუალებების კვლევა", - განაცხადა რატი გარდაფხაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner