ბაღდათის რაიონის ყოფილ გამგებელს, ნიკოლოზ ჟვანიას საირმის გზაზე ხუთი ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა. მისი მდგომარეობა მძიმეა და დაზარალებული საავადმყოფოში იმყოფება.
ქრონიკასთან საუბარში, ნიკოლოზ ჟვანია ამ ინციდენტს ბიზნეს-დავას უკავშირებს და ხელს ყოფილ მაჟორიტარს, თემურ კოხოიძეს ადებს. თუმცა, კოხოიძე მომხდართან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
საქმეზე პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.