logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: რუსეთი არ ემუქრება სხვა ქვეყნებს, თუმცა მზად არის, უსაფრთხოება უზრუნველყოს
- +

11 მარტი. 2018. 18:20




რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფილმს სახელწოდებით „პუტინი" გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი არ ემუქრება სხვა ქვეყნებს, თუმცა მზად არის, უსაფრთხოება უზრუნველყოს.


„ჩვენ არავის დავემუქრებით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ტერიტორიული ხასიათის უპირატესობების გამოყენებით, უზრუნველვყოფთ რუსეთის ფედერაციისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.


მისი თქმით, ამ მხრივ რუსეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია არქტიკის რეგიონი. როგორც პუტინმა განაცხადა, ნორვეგიის სანაპიროსთან მუდმივად მორიგეობენ ამერიკული წყალქვეშა ნავები და მათგან მოსკოვამდე რაკეტის გაშვებას 15 წუთი უნდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner