უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის მასშტაბით ოპერაციას ატარებს იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც რუსეთს უწყობენ ხელს ანტიუკრაინული აქციების ჩატარებაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივნის ელენა გიტლიანსკაიას განცხადებით, სპეცსამსახურის თანამშრომლები 25-ზე მეტ ადგილას ატარებენ ჩხრეკას. მისივე თქმით, ჩხრეკა ასევე ტარდება რიგ ჟურნალისტებთან მიმართებაში.
„სამწუხაროდ, ამ მოქალაქეებს შორის ჟურნალისტებიც არიან, თუმცა ამა თუ იმ პროფესიისადმი კუთვნილება არ შეიძლება ინდულგენციის მიზეზი გახდეს. ოპერაციის ფარგლებში ამოღებულია პროპაგანდისტული მასალები, იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები", - განაცხადა ელენა გიტლიანსკაიამ.