აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„მაიკ პომპეო, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსი, ჩვენი ახალი სახელმწიფო მდივანი გახდება. ის ფანტასტიკურ სამსახურს გაგვიწევს! მადლობა რექს ტილერსონს მისი მუშაობისთვის! ჯინა ჰასპელი გახდება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ახალი უფროსი და ამ თანამდებობაზე პირველი ქალი იქნება", - წერს ტრამპი „Twitter"-ზე.