logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: 100 წლამდე ხომ არ ვიქნები პრეზიდენტი?
- +

19 მარტი. 2018. 11:11



რუსეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტის კითხვაზე მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას 2030 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, განაცხადა, რომ 100 წლამდე ხომ არ იქნება პრეზიდენტი.

 

„მოდით დავითვალოთ. სასაცილოა, რა, ას წლამდე ხომ არ ვიქნები პრეზიდენტი? არა, არ ვიქნები. რაც შეეხება იმას, ნახავენ თუ არა რუსები ახალ პუტინს, ყველაფერი თავის დინებას მიყვება, ყველაფერი იცვლება", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.


ვლადიმირ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 76.65% მიიღო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner