რუსეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტის კითხვაზე მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას 2030 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, განაცხადა, რომ 100 წლამდე ხომ არ იქნება პრეზიდენტი.
„მოდით დავითვალოთ. სასაცილოა, რა, ას წლამდე ხომ არ ვიქნები პრეზიდენტი? არა, არ ვიქნები. რაც შეეხება იმას, ნახავენ თუ არა რუსები ახალ პუტინს, ყველაფერი თავის დინებას მიყვება, ყველაფერი იცვლება", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
ვლადიმირ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 76.65% მიიღო.