logo_geo
eng_logo
თამაზ დარჩიძე: 2009 წელს ბოტანიკური ბაღის ყვავილოვან მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთი თვალსა და ხელს შუა გაქრა!
- +

27 აპრილი. 2016. 23:31


 

„აუთვისებელი ტერიტორიის ნაცვლად, თბილისის ბოტანიკურ ბაღს მომიჯნავე ტერიტორია შემოუერთდა, რაც მას განვითარების ახალ შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ თვენახევრის განმავლობაში შევისწავლეთ გასაცემი და მისაღები ტერიტორიების პოტენციალი და  საზღვრის მონაცვლეობაზე დადებითი რეკომენდაცია გავეცით" - განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.


„ბოლო წლების განმავლობაში, ბოტანიკურმა ბაღმა თბილისის შემოგარენში საცდელი სადგურები დაკარგა და მისი საზღვრები რამდენჯერმე შეიცვალა. 2009 წელს ყვავილოვან მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთი თვალსა და ხელს შუა გაქრა. მსგავსი პრობლემა იყო ბათუმის ბოტანიკურ ბაღშიც, როცა ბაღს მწვანე კონცხზე 500კვ. მიწის ნაკვეთი ჩამოერთვა და მისი დაბრუნება მხოლოდ 2014 წელს მოხერხდა", - განაცხადა დარჩიძემ.


მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისისა და ბათუმის ბოტანიკურმა ბაღებმა წლების განმავლობაში მცენარეთა კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგეს და მას შემდეგ, რაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" საგრანტო პროექტების დაფინანსებაში ჩაერთო, შესაძლებელი გახდა სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის შენარჩუნება, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად კი, ბაღები ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდა.


„ჩემი მუშაობის მანძილზე ბათუმის ბოტანიკურ ბაღს არაფერი დაჰკლებია. პირიქით, ტერიტორიები მოვიმატეთ - მწვანე კონცხზე ჩამორთმეული ნაკვეთი  დავიბრუნეთ,  2015 წელს კი, ბაღს დამატებითი ტერიტორია გადაეცა. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა  გოდერძის უხელტეხილზე ალპური ბოტანიკური ბაღის მოწყობასთან დაკავშირებით. წინსვლა მნიშვნელოვანია, რასაც შემოსავლების მაჩვენებლებიც ადასტურებს. ბათუმის ბოტანიკური ბაღის შემოსავალი 2010 წელს  300 000 ლარამდე იყო, 2015 წელს კი - 1 700 000 ლარი" - განაცხადა თამაზ დარჩიძემ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner