logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: ტერორიზმის საქმეზე დაკავებულებისთვის ბრალის დაზუსტება მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა
- +

22 მარტი. 2018. 12:08



მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განმარტებით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე დაკავებულებისთვის ბრალის დაზუსტება გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მოხდა.

 

„დღეს ტარდება წინასასამართლო სხდომა. მოხდება მტკიცებულებების შეფასება, კონკრეტულად რამდენად საპროცესო კანონმდებლობის დაცვითაა მოპოვებული ის მტკიცებულებები, რაც ბრალდებას გააჩნია და ამის შემდეგ დაიწყება უკვე საქმის არსებითი განხილვა. რაც შეეხება ბრალის კვალიფიკაციის დაზუსტებას, ეს არის გამოძიების პროცესი. გამოძიების მიმდინარეობისას რა მტკიცებულებებიც იქნება მოპოვებული და რა შესაძლო დანაშაულიც გამოიკვეთება შესაბამისი სამართლებრივი სტანდარტით, იქიდან გამომდინარეობს ბრალდება და ამ ბრალდებაში არსებული კვალიფიკაცია", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner