logo_geo
eng_logo
კერემევოს სავაჭრო ცენტრის საქმეზე ობიექტის დაცვა დააკავეს
- +

27 მარტი. 2018. 02:21



კერემევოს სავაჭრო ცენტრის საქმეზე ობიექტის დაცვა დააკავეს. ის ხანძრის სიგნალის შემდეგ უსაფრთხოების სისტემის გამორთვაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.


კერემევოში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა. 27, 28 და 29 მარტს რეგიონში სავაჭრო ცენტრში დაღუპულებს იგლოვებენ.


კერემევოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება.


კერემევოს ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქალაქ კემეროვოში სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.


დაკითხულია 60 ადამიანი. სისხლის სამართლის საქმე 3 მუხლით აღიძრა. დაღუპულთა შორის 9 ბავშვია.


პოლიციის განმარტებით, ხანძრის დროს, შენობაში სიგნალიზაცია არ ჩაირთო და დროულად არ განხორციელდა ევაკუაცია.


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner