logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
- +

11 აპრილი. 2018. 11:26

 

აზერბაიჯანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტის პოსტისთვის რვა კანდიდატი იბრძვის.

 

აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კენჭს მეოთხე ვადით იყრის.

 

საპრეზიდენტო კანდიდატების სრული სია ასე გამოიყურება: ჰუდრათ ჰასანგულიევი („ერთიანი აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი“), არაზ ალიზადე („აზერბაიჯანის სოციალ-დემოკრატიული პარტია“), ფარაჯ გულიევი („აღორძინების ეროვნული მოძრაობა“), რაზი ნურულაევი („ფრონტისტების საინიციატივო ჯგუფი“), ჰაფიზ გაჯიევი („თანამედროვე მუსავატი“), სარდარ მამედოვი („აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტია“) და უპარტიო კანდიდატი ზაჰიდ ორუჯი.

 

ახალი კონსტიტუციის თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი 7 წლის ვადით აირჩევა. აქამდე პრეზიდენტს 5 წლით ირჩევდნენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner