„დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალები სირიაში შესაძლო დარტყმის განსახორციელებლად მზადყოფნაში იმყოფებიან“
-
+
12 აპრილი. 2018. 14:20
„დიდი ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალები სირიაში შესაძლო დარტყმის განსახორციელებლად საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან“, - ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „The Times“ ბრიტანეთის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენი თვითმფრინავები კვიპროსში არკოტირში ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზაზეა და ჩვენ მზად ვართ“, - განაცხადა წყარომ.
თავის მხრივ, „BBC“-მ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტერეზა მეი მზად არის, სირიის პრო-სამთავრობო ძალების წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს შეუერთდეს.
გამოცემა „The Telegraph“ კი იუწყება, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ სირიისკენ ბრიტანული წყალქვეშა ნავების გაგზავნის ბრძანება გასცა.
გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ აშშ სირიას დაბომბავს, რაც პასუხს წარმოადგენს 7 აპრილს ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, რის შედეგადაც 70-მდე ადამიანი დაიღუპა.
წყარო :